”მოდი გავიცნოთ ევროპა”-ევროპის დღე ონლიან სივრცეში
“მე “ევროპულ სკოლაში” ვსწავლობ და ევროპულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ენებსა და კულტურას პატივისცემითა და ინტერესით ვეკიდები. ონლაინ გაკვეთილზე მასწავლებელმა ევროკავშირის შესახებ მოგვითხრო. გავიგე, რომ ევროკავშირში27 წევრი ქვეყანაა. ძალიან მომწონს მისი ლურჯი ფერის დროშა, რომელზეც 12 ვარკვლავია გამოსახული. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ევროკავშირის ჰიმნი შეიქმნა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მიხედვით. ვროკავშირის 19 წევრი სახელმწიფო ფულის ერთეულად ევროს იყენებს. გავეცანით: გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, შვედეთის, იტალისს, ავსტრიის, ესპანეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს,”- წერს “ევროპული სკოლის“ მოსწავლე.
ქართული პროგრამის მე-8ა, მე-8ბ და მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში- ”მოდი გავიცნოთ ევროპა!”. გამარჯვებულები ელექტრონული სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. MYPპროგრამის მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, PYP პროგრამის მოზარდებმა მოირგეს ნაციონალური სამოსი, AHS-ის მოსწავლეებმა კი მოამზადეს ევროპული კერძები და კულინარიული რეცეპტები თანატოლებს გაუზიარეს.