მოსწავლეთა კონფერენცია
26 მაისიდან 3 ივნისამდე “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიური მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი კვლევები ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ინოვაციური ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ხელოვნების მიმართულებით არჩეულ თემებზე წარმოადგინეს.
ამავე პერიოდში სკოლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდა. Cognias-თან (International Education Services, USA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ გამართა მოსწავლეთა და მასწავლებელთა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია “საქართველო და მსოფლიო“, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსა და მსოფლიოს შორის არსებული კულტურული, ისტორიული და სოციალური ურთიერთობების შესახებ ახალი კვლევების თავმოყრას და საზოგადოებისთვის გაცნობას.
კონფერენციებზე მოსწავლეთა კვლევისა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ დიდი ინტერესი და დამსწრეთა აქტიური ჩართულობა გამოვლინდა. სულ მალე კონფერენციებზე წარმოდგენილი კვლევები სკოლის ალმანახში გამოქვეყნდება.