“ევროპულ სკოლაში“ მშობლიური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 21 თებერვალს რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
MYP პროგრამის მოსწავლეები შეხვდნენ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილს, რომლისგანაც საყვარელი ნაწარმოებების შესახებ მათთვის უცნობი დეტალები შეიტყვეს.
PYP პროგრამის მოსწავლეებმა, ლელა ცუცქირიძის წიგნ “ ანბანთ ანგელოზების“ შთაგონებით, შექმნეს საკუთარი ასოები და მწერალს წარუდგინეს.
ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების, ასევე მრავალენონვნების წახალისების მიზნით მოეწყო MYP ასამბლეა, სადაც მოსწავლეებმა მშობლიური ენისადმი პატივისცემა შვიდ ენაზე: ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე გამოხატეს და დაუვიწყარი ელფერი შესძინეს დღსასწაულს.