მსოფლიოს წამყვანმა საგანმანათლებლო გამოცემა K12Digest -მა მთავარ ამბად კატეგორიაში “2025 წლის განათლების ლიდერი მომავლის ხედვით“ “ევროპული სკოლის“ დირექტორის, სოფიო ბაზაძის წარმატების ისტორია დაასახელა.
K12Digest არის მსოფლიოში განთქმული პლატფორმა სასკოლო განათლების კუთხით, რომელიც აშუქებს განათლების ლიდერთა საქმიანობას და საზოგადოებას მოუთხრობს გლობალურ განათლებაზე მათი ზეგავლენის შესახებ.
აღსანიშნავია სარათ შიამის სიტყვები რედაქტორის სვეტში: “ჩვენთვის პატივია, წარმოგიდგინოთ “ევროპული სკოლის“ დირექტორი სოფიო ბაზაძე, ლიდერი, რომელიც განასახიერებს განათლების გარდამქმნელ ძალას. ქალბატონი სოფიო მხოლოდ სკოლის ფორმირებას როდი ახდენს, ის ძერწავს მომავალს.”
ვულოცავთ სოფიო ბაზაძეს! ეს აღიარება მისი ხედვითი, მომავალზე ორიენტირებული ხელმძღვანელობისა და ევროპულ სკოლაში საუკეთესო განათლების მომავლის შენების ურყევი სწრაფვის დასტურია.
გაეცანით სოფიო ბაზაძისა და ,,ევროპული სკოლის” წარმატების ისტორიას: https://www.k12digest.com/ shaping-future-ready-students. ../
იხილეთ K12 Digest-ის თებერვლის გამოშვება: https://www.k12digest.com/ magazine-february-2025/