საგანმანათლებლო თამაშის პრეზენტაცია
ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის საელჩოებთან თანამშრომლობით, 2 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ წარადგინა საგანმანათლებლო თამაში “არჩევნეთი“. თამაში ადგილობრივი თვითმართველობის, დემოკრატიისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის თემებზე ახდენს ფოკუსირებას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი და სხვა ოფიციალური სტუმრები. ღონისძიებაზე “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, რომლებმაც თამაშის ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა წარსულში, დასაჩუქრდნენ “არჩევნეთით“.
“ევროპული სკოლა“ ხელს უწყობს მოსწავლეებს დემოკრატიის შესახებ ცოდნის, უნარების, დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში. “არჩევნეთი“ მნიშველოვანი საგანმანათლებლო რესურსია, რომელიც თავის წვლილს შეიტანს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში.