საშაბათო სკოლა
I კლასი
- აქტივოებები კითხვისა და წერის უნარის გასავითარებლად:
- ფონემატური სავარჯიშოები;
- ფონემატური უნარის გასავითარებელი ტექსტები;( I დონის წიგნები
- კომპლექსური დავალებები კრიტიკული,შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად;
- წერითი სავარჯიშოები.
II და III კლასი
- ფასეულობითი განათლება დაწყებით სკოლაში
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
- “მშვიდობა“
- სიყვარული“
- “ბედნიერება“
- “პატივისცემა“
- “თანამშრომლობა“
- “თავმდაბლობა“
- “პასუხისმგებლობა“
- “ტოლერანტობა“
- სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტექსტების გაგება-გააზრება, ტესტური დავალებების შესრულება, ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის დაკავშირება.
- ლექსიკის,მართლწერის, გრამატიკისა და კალიგრაფიის საბაზისო უნარების განვითარება.
IV კლასი
- საოლიმპიადო ტესტებზე მუშაობა:
- სხვადასხვა ტიპის (მხატვრული,საინფორმაციო) ტექსტის გააზრება;
- მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა;
- საკუთარი აზრისა და დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულთან დაკავშირებით;
- არგუმენტირებული მსჯელობა.
- დარგობრივი და შემოქმედებითი წერითი უნარის განვითარება-“მწერლობანა“.
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა:
წრეობრივი მუშაობა სამყაროს შეცნობის უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევაყვაროთ არა მხოლოდ კითხვა, არამედ დავეხმაროთ მათ შეიძინონ: ცოდნის შეძენის, გააზრებისა და გამოყენების; კრიტიკული აზროვნების; ლოგიკური მსჯელობის; მარტივი და კომპლექსური დასკვნების გამოტანის უნარები, რომელიც აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სწავლების ფორმები
სწავლებისათვის გამოიყენება: ინტერაქცია; დამოუკიდებლად დავალების შესრულება; გაუგებარი საკითხის მასწავლებლის დახმარებით, ახსნით შესრულება; სასწავლო-შემეცნებითი თამაშები.
სასწავლო რესურსი
მცირე ზომის, სხვადასხვა ჟანრის ტექსტი.
ჯიპრაიდის ტექსტები.
ონლაინ რესურსი.
ტესტები
ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით,ამიტომ “კითხვა კეთებით“ კლუბში თითოეული წიგნის თუ ნაწარმოების განხილვა ეყრდნობა პროექტული სწავლების პრინციპებს. ჩვენი აქტივობებით შევაყვარებთ მოსწავლეებს კითხვას კეთების პროცესში.
რას ვაკეთებთ?!
- ვქმნითბავშვისთვის საინტერესო გარემოს;
- ვკითხულობთასაკის შესაბამის ლიტერატურას;
- ვიკვლევთ, განვიხილავთ, ვაანალიზებთნაწარმოების შინაარსს; (სახალისო აქტივობების დახმარებით);
- ვასრულებთტესტური და გრამატიკული შინაარსის დავალებებს;
- მრავალფეროვანიმასალის გამოყენებით თავად ქმნიან ნამუშევრებს(დიორამა, აპლიკაცია, პოსტერი, წერილი, განცხადება და სხვ.);
- ბავშვებიაჯამებენ მიღებულ ცოდნას. შეჯამებას აქვს სხვადასხვა სახე:
პრეზენტაცია;
ინსცენირება;
გამოფენა და სხვ.
ზღაპრით-თერაპია / არტ თერაპიის მეთოდია;
ზღაპრით თერაპია ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარების, შემოქმედებითი შესაძლებლობების გაფართოების, სოციალური უნარების სრულყოფის საუკეთესო საშუალებაა.
ამ მეთოდის დახმარებით ხდება კონფლიქტების მოგვარების ტექნიკების შესწავლა, შიშების მართვა, აგრესიული და ჩაკეტილი ქცევის კორექტირება, ასერტული ქცევის უნარების განვითარება. თერაპიული ზღაპრები ბავშვებსა და მოზარდებს იმ პრობლემების დაძლევაში ეხმარება, რომლის წინაშეც ისინი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დგებიან.
შეხვედრა ჯგუფური ხასიათისაა;
აქტივობები: ინტერაქტიული/ სხვადასხვა უნარის განმავითარებელი სავარჯიშოებით, წაკითხვა, მსჯელობა, გააანალიზება, ხატვა, ნამუშევრების წარდგენა
კლუბის მუშაობა ითვალისწინებს მოსწავლეების კითხვის, წაკითხულის გააზრებისა და მართლწერის უნარ-ჩვევების განვითარებას.
სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობით, მეთოდებითა და სტრატეგიებით მოსწავლეები კითხვაში გაიწაფებიან, ყურადღება მიექცევა მხატვრულ, გამომეტყველებით კითხვას, წაკითხულის გააზრებას , ასევე წერის კულტურის გაუმჯობესება – განვითარებას.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები დამწყები მკითხველები იქნებიან, თითოეულ მოსწავლეზე მორგებული კითხვის შესწავლის სხვადასხვა მეთოდით , მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალის დახმარებით, კითხვის შესწავლა გაუადვილდებათ.
თუ სამიზნე ჯგუფი იმ ასაკობრივ საფეხურს მიეკუთვნება, რომელსაც წერა-კითხვა უკვე შესწავლილი აქვს, მათთან მუშაობის მთავარი ამოცანა იქნება მხატვრულ და გააზრებულ კითხვაში გაწაფვა, ასევე წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
კლუბის მუშაობა ასევე ითვალისწინებს გრამატიკის შესწავლას, საინტერესო და მრავალფეროვანი სტრატეგიებით, რაც მათ მართლმეტყველებასა და მართლწერაში დაეხმარება.
მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, მათ გავაცნობ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი საბავშვო მწერლების ლიტერატურას. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საკლასო დისკუსიაში, იმსჯელებენ ნაწარმოების თემის, იდეისა და მთავარი სათქმელის შესახებ, პერსონაჟებს დაახასიათებენ. გამოვიყენებ ვიზუალურ სქემებსა და გრაფიკულ მაორგანიზებლებს.
კლუბის მუშაობის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს წერა- კითხვა, ფიქრი შეუყვარდეთ და წაკითხულის გააზრება გაუადვილდეთ.
კლუბის მუშაობის მიზანია მოსწავლეებში კითხვის, წერის და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება. კლუბში ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითხავენ სხვადასხვა სახის ლიტერატურას, შეხვედებიან წიგნის ავტორებს, გაეცნობიან ლიტერატურულ ჟანრებს და ტექსტის ტიპებს, განუვითარდებათ დისკუსიისა და გააზრებული კითხვის უნარები, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ტექსტის მთავარი იდეის ამოცნობა;
- მთლიანად ნაწარმოების და პერსონაჟის განწყობის ამოცნობა;
- საკუთარი ცოდნისა და ტექსტში მოცემული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირების საფუძველზე დასკვნის გამოტანა;
- გარკვეულ საკითხთან საკუთარი აზრის გამოხატვა და დასაბუთება.
მოსწავლეები ისწავლიან როგორ გადმოსცენ საკუთარი აზრი წერილობით და მიიღებენ გამოცდილებას კრეატიულ წერაში, ისწავლიან გრამატიკული ფორმების სწორად გამოყენებას, სწორ მეტყველებასა და მართლწერას. შეასრულებენ სხვადასხვა ტესტურ დავალებებს.
აქტივობები იქნება სახალისო და მრავალფეროვანი, მორგებული სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე.
მათემატიკური კლუბის ,,მათემატიკის საოცარ სამყაროში“ მოსწავლეები:
- გაიუმჯობესებენ მათემატიკის ცოდნას;
- აითვისებენ ლოგიკური ამოცანების ამოხსნის მარტივ ხერხებს;
- შეიმეცნებენ მათემატიკის საოცრებებს;
- მოემზადებიან ოლიმპიადებისთვის.
კლუბის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას. მათ აკადემიურ წინსვლას. ლოგიკური, სააზროვნო და ანალიტიკური უნარ-ჩვევების, პრეზენტაციის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. მოსწვლეებს საშუალება მისცეს, აღმოაჩინონ და განივითარონ მათემატიკური შესაძლებლობები. სხვადასხვა სააზროვნო დავალებისა და აქტივობის შესრულებისას ეფექტურად გადალახოს არსებული სიძნელეები. მოსწვლემ შეძლოს კლუბში მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში
აქტივობები, რომელსაც გთავაზობთ კლუბი?
– საინტერესო, სახალისო, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა;
– სხვადასხვა არითმეტიკული ოპერაციების სწრაფად და მარტივად ამოხსნა;
– ციფრულ სამყაროში საგანმანათლებლო, ლოგიკური თამაშების წარმართვა;
– ოლიმპიადისთვის მზადება.
მათემატიკური კლუბის “ერთად მათემატიკურ ლაბირინთებში“ მიზანია: მრავალფეროვანი და სახალისო ამოცანებითა და სავარაჯიშოებით მოსწავლეებს ავუმაღლო მოტივაცია, ხელი შევუწყო მათში შემეცნების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, სწორი დასკვნების გამოტანის უნარის განვითარებას.
წრის დახმარბით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: კომუნიკაცია, მსჯელობა, ერთმანეთის აზრის მოსმენა, საკუთარი აზრის დასაბუთება, პრობლემის გადაჭრა… დავანახო, რომ მათემატიკის შესწავლა რაიმე გადაულახავ პრობლემებთან შეჭიდება კი არაა, არამედ იმის ცოდნა, თუ რა კუთხით მივუდგეთ, როგორ (უფრო იოლი მეთოდით) ამოვხსნათ ესა თუ ის ამოცანა და სავარჯიშო. მაშ, ასე – ერთად შევაბიჯოთ მათემატიკის საინტერესო სამყაროში!
ლოგიკური აზროვნების, საკითხისადმი არასტანდარტული მიდგომის უნარი განვითარება.
კლუბის მუშაობა დაფუძნებულია დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ინტერესების, უნარებისა და საჭიროებეზე დაყრდნობით. პროგრამით გათვლილი სამუშაო თემები მოიცავს მრავალფეროვან დავალებებს და მოსწავლებში განავითარებს შემეცნებით-შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნების, მსჯელობა-დასაბუთების უნარებს.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან, გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
- რა არის კოსმოსი და გალაქტიკა;
- როგორ ხდება პლანეტების ფორმირება და საიდან იბადება პლანეტა. პლანეტების ისტორია, თითოეული პლანეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია;
- ბუნებრივი და ხელოვნური თანამგზავრები, მათ შორის განსხვავება;
- მეტეორიტები და მათი ქმედებები, გრავიტაცია და მიზიდულობა;
- კოსმოსური ხომალდები და მათი შექმნის თავისებურებანი;
- მეტეორიტები და მათი ქმედებები, გრავიტაცია და მიზიდულობა;
- კოსმოსური ხომალდები და მათი შექმნის თავისებურებანი;
- დაკვირვებები და ექსპერიმენტები კოსმოსურ ობიექტებზე ხელნაკეთი ტელესკოპით (თავიანთი ხელით შექმნიან ტელესკოპს), შეისწავლიან ცას, ვარსკვლავებს;
- სკოლაში არსებული ტელესკოპის ფუნქციონირება და მისი გამოყენება დაკვირვებებისთვის;
- საინტერესო ჩანახატების და ნამუშევრების შექმნა, გამოფენა კონკურსი;
- ექსკურსიები და სკოლის გარე აქტივობები.