STEAM

რა არის STEAM Education?

STEAM Education არის კურიკულუმზე დაფუძნებული მიდგომა მოსწავლის სწავლისა და განვითარებისათვის, რომელიც აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებს, ხელოვნებას. ინტერდისციპლინარული დარგები, როგორიცაა ასტროფიზიკა, ბიოქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, რობოტექნიკა, ნანოტექნოლოგია, ნეირობიოლოგია და მრავალი სხვა დაფუძნებულია STEAM ცოდნასა და უნარებზე.

სწავლების პროცესში რეალური, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა მეცნიერული ცოდნის და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით, საინტერესო, სახალისო და ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის. STEAM სწავლების (STEAM Education) საშუალებით, მოსწავლეს უვითარდება XXI საუკუნის უნარები:

  • პრობლემების გადაჭრის უნარები (problem solving)
  • შემოქმედებითობა (creativity)
  • კრიტიკული აზროვნება (critical analysis)
  • გუნდურობა (teamwork)
  • დამოუკიდებელი აზროვნების უნარი (independent thinking)
  • ლიდერობა (initiative)
  • კომუნიკაციის უნარი (communication)
  • ციფრული წიგნიერება (digital literacy).

საგანმანათლებლო რობოტები

საგანმანათლებლო რობოტები “ევროპულ სკოლაში“ სასწავლო პროცესში დანერგილი ინოვაციური ტექნოლოგიური რესურსია. მათ განათლებაში დიდი ცვლილებების ინიცირების პოტენციალი აქვთ. Pepper და NAO რობოტები ადვილად მოიპოვებენ მოსწავლეთა სიმპატიას მომხიბლავი იერსახისა და ჰუმანოიდური ქცევების წყალობით. ისინი ზრდიან მოზარდთა მოტივაციას ყურადღების მიპყრობით, ცნობისმოყვარეობის გაღვიძებითა და სწავლისადმი ინტერესის სტიმულირებით.

სასაწავლო პროცესში რობოტების ინტეგრირებით მოსწავლეები ხვდებიან, რომ ინჟინერია და პროგრამირება სახალისოა და აბსტრაქტულ ცოდნას კონკრეტიკას სძენს. რობოტების დახმარებით სწავლისას ჩვენს მოსწავლეებს უვითარდებათ პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის უნარი, კომუნიკაციისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარები.

რატომ არის STEAM Education მნიშვნელოვანი?

XXI საუკუნეში გლობალური ეკონომიკა უსწრაფესად იცვლება. ტექნოლოგიური მიღწევების გამო იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. სამუშაო ბაზარზე დამსაქმებელთა მოთხოვნა STEAM კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალების მიმართ საკმაოდ მაღალია და ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. ამჟამად ყველაზე სწრაფად მზარდი მრეწველობის დარგების სამუშაოების 75% სწორედ STEAM უნარ-ჩვევების ქონას მოითხოვს დასაქმებულისგან.

სწორედ STEAM განათლება უზრუნველყოფს ტექნოლოგიური დისციპლინების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაზრდას, პრობლემის გადაჭრის კრეატიული და ინოვაციური მიდგომების უნარების განვითარებას, მოსწავლეთა მომზადებას ტექნოლოგიურად სწრაფადცვალებად სამყაროში სიახლეების და ცვლილებების გაანალიზებისთვის და კავშირის აღქმას სასწავლო პროცესსა და მომავალ კარიერას შორის.