ტრენინგი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის
3 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ National Geographic Learning-ის წარმომადგენლებმა: ალექს ვორენმა (ELT უფროსი აკადემიური კონსულტანტი), ბეატრიქს მელონერმა (EdTech გამომცელობის გაყიდვების უფროსი) და ტიმ პირსმა (EdTech გამომცელობის გაყიდვების უფროსი მენეჯერი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში) ინგლისურის ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის მთავარი თემა იყო “ახალი სიტყვების სწავლება კონტექსტში“. პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქტიულ ტრენინგში და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს სწავლების თანამედროვე მეთოდების კუთხით.