ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკის დირექტორის სტუმრობა

20 Feb 2019

დღეს ”ევროპული ბაღის” აღსაზრდელებმა უმასპინძლეს თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ბატონ ზურაბ გურიელიძეს.ბავშვები ამჯამად გადიან თემას:”როგორ მუშაობს სამყარო?”, რომელიც მოიცავს საკითხებს ცხოველთა და ფრინველთა შესახებ. აქედან გამომდინარე, პატარებს უამრავი კითხვა ჰქონდათ ბატონ ზურასთან: რატომ აქვს სპილოს დიდი ყურები, ჟირაფს -გრძელი კისერი, ვეფხვს-ზოლები? რატომ არის დელფინი ადამიანის მეგობარი? როგორ სძინავს ჟირაფს? ამ და სხვა შეკითხვებზე მათ ძალიან საინტერესო პასუხები მიიღეს.

ჩემი სხეული

01 Feb 2019

31 იანვარს ”ევროპულ ბაღში”გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: "ჩემი სხეული". ბავშვებმა მოწვეულ მშობლებს წარუდგინეს აღნიშნულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები და ჩართეს ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში.

საახალწლო წარმოდგენა “მაკნატუნა”

26 Dec 2018

26 დეკემბერს ევროპული ბაღის პატარა მაკნატუნებმა მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ჯადოსნური წარმოდგენით მიულოცეს შობა-ახალი წელი.  სტუმრად თოვლის ბაბუაც გვეწვია. პატარებმა ბევრი იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს.

საახალწლო ზეიმი "მაკნატუნა ფართი"

23 Dec 2018

შაბათს, 22 დეკემბერს, გაიმართა ევროპული ბაღის გამოსაშვები ჯგუფების საახალწლო ზეიმი "მაკნატუნა ფართი" . არაჩვეულებრივი სანახაობა მოაწყვეს მაკნატუნების ფორმებში გამოწყობილმა პატარებმა. მათ იცეკვეს სპექტაკლის გათანამედროვებულ მუსიკალურ მოტივებზე, იმღერეს საახალწლო სიმღერები და ზღაპრული განწყობა შეუქმნეს დამსწრე საზოგადოებას.

მხიარული სტარტები

01 Dec 2018

პარასკევს, 30 ნოემბერს, ჩვენს ბაღში გავაცილეთ შემოდგომა და მხიარული სტარტებით შევეგებეთ ზამთარს. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში და ძალიან იმხიარულეს. პატარებმა კარგი სპორტული მზაობა აჩვენეს და თავი არ დაუზოგავთ გამარჯვებისათვის.

ტრენინგი რთული ქცევის მართვაში

11 Nov 2018

9-10 ნოემბერს ჩვენი ბაღის მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი სახელწოდებით "რთული ქცევის მართვა". ამ ტრენინგზე მათ შეისწავლეს დამატებითი ტექნიკები და სტრატეგიები პრობლემური ქცევის პრევენციისა და მართვისათვის, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ უკეთ აკონტროლონ სასწავლო პროცესის ეფექტური მიმდინარეობა.