ესტონეთის დელეგაცია ევროპულ სკოლაში

5 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანი იყო, დელეგაციის წევრები გაცნობოდნენ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის პროგრამას. სტუმრობისას პედაგოგებმა დაათვალიერეს სკოლამდელი აღზრდის ცენტრი, დაესწრნენ მეცადინეობებს, ბოლოს კი, სკოლის კაფეტერიაში მოეწყო ვიზიტის შეჯამება. სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მენეჯერმა, თამარ არაბიძემ, სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო საკითხებზე. გამოიკვეთა ბევრი საერთო და განსხვავებული პრაქტიკაც.

ესტონეთის დელეგაციის სტუმრობას დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე მხარისთვის.

 

Share on: