ამერიკული უმაღლესი სკოლის ჯომარდობის ტური არაგვის ხეობაში

ახალი სასწავლო წლის გასვლითი ღონისძიებები ჩვენი ამერიკული სექტორის მოსწავლეებისთვის ჯომარდობის ტურით დაიწყო. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელები სათავგადასავლო კლუბ “ ჯომარდს“ ეწვივნენ არაგვის ხეობაში და ჯომარდობის გარდა, საკუთარი შესაძლებლობები სათავგადასავლო პარკშიც გამოსცადეს სხვადასხვა სირთულის გზებზე.
დღე ძალიან სახალისო და სპორტული აქტივობებით დატვირთული აღმოჩნდა, რის შემდეგაც ჩვენი მოსწავლეები დასვენებულები და ახალი ენერგიით აღსავსეები დაგვიბრუნდნენ სკოლაში.

 

Share on: