AHS მოსწავლეები კინოფესტივალზე

6 დეკემბერს ამერიკული უმაღლესი სკოლის მე- 8 და მე-9 კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად ესტუმრნენ კინოთეატრ “ამირანს“, სადაც თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაესწრნენ “სპეციალურ ჩვენებას”, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართველი რეჟისორებისა და მსახიობების შემოქმედებიდან შერჩეული რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ერთ-ერთმა მოსწავლემ, ლუკა ქათამაძემ აღნიშნა : “მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფილმიდან დიდი აზრი ვერ გამოვიტანე, მაინც კარგად დამამახსოვრდა რამდენიმე ფილმი გადაღების სტილით და მუსიკალური გაფორმებით“.

Share on: