ბიბლიოთეკა

“ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკა ემსახურება სკოლის საზოგადოებას. მიგვაჩნია, რომ ბიბლიოთეკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყველა სკოლისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულების ცხოვრებაში. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს მხარი დავუჭიროთ ძიებისა და კვლევის პროცესში, დავეხმაროთ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში.

“ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკა გაერთიანებულია ერთი ფილოსოფიისა და მიზნების ირგვლივ და იყოფა ორი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით: დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკა და საბაზო და საშუალო საფეხურის ბიბლიოთეკა.

საბაზო და საშუალო საფეხურის ბიბლიოთეკა – ორიენტირებულია სკოლის სასწავლო პროგრამების (საერთაშორისო ბაკალავრიატის MYP და DP; ამერიკული უმაღლესი სკოლა; ქართული პროგრამა) მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე და ემსახურება მე-6-12 კლასის მოსწავლეებს.  გამოყოფილია სივრცეები ჯგუფური პროექტებისთვის, კომპიუტერებისთვისა და მეცადინეობისთვის. ბიბლიოთეკაში არის მოქნილი საპრეზენტაციო სივრცეც, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად 50 ადამიანი დაიტიოს. საბაზო და საშუალო საფეხურის ბიბლიოთეკა ითვლის 8500-მდე ბეჭდურ რესურსს. ამ მასალის უმრავლესობა ინგლისურ ენაზეა.  მოსწავლეების მშობლიური ენის მხარდასაჭერად, ბიბლიოთეკას აქვს წიგნები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მხარდასაჭერად, ახალგაზრდა მკვლევარებს აქვთ წვდომა მსოფლიოს უდიდეს ონლაინ ბიბლიოთეკაზე – Questia, რომელიც უზრუნველჰყოფს 83,000 წიგნს, 2 მილიონ სტატიას, ლექსიკონებს, ენციკლოპედიებს, თეზაურუსს და ბრიტანიკას.

  • დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკა – წარმოადგენს სკოლის ბიბლიოთეკის ნაწილს და ემსახურება საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი საფეხურისა (PYP) და ქართული პროგრამის 1-5 კლასის მოსწავლეებს. ბიბლიოთეკის კოლექცია ითვლის 4000 წიგნს; წიგნები წარმოდგენილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.  იგი     მდებარეობს მეორე კამპუსის მე-4 სართულზე

ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიების მხარდასაჭერად, პატარა მკითხველებს აქვთ წვდომა საბავშვო ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე Learning A-Z, რომელიც მათ სთავაზობს:

  • 800-ზე მეტ ელექტრონულ წიგნს, რომელთა წაკითხვასაც მოსწავლეები შეძლებენ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას;
  • ელექტრონულ ქუიზებს, რომლებიც აფასებს მოსწავლის აღქმის უნარს;
  • ესპანურ ელექტრონულ წიგნსა და ელექტრონულ ქვიზებს ELL-ისა და ორენოვანი პროგრამებისთვის;

სკოლის ორივე ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-დან 17:00 საათამდე.

ბიბლიოთეკით სარგებლობის სახელმძღვანელო (ქართულად)

 

       

 

ბიბლიოთეკის სამუშაო საათები 9:00-17:00
ბიბლიოთეკა მდებარეობს მეექვსე სართულზე.

 

დაგვიკავშირდით:

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
ნანა ფაცია
n.patsia@europeanschool.ge
საშუალო და მაღალი საფეხურის ბიბლიოთეკარი
თამარ ბეჟუაშვილი
tamar.bezhuashvili@europeanschool.ge
დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკარი
ნინო კახიანი
n.kakhiani@europeanschool.ge
ბიბლიოთეკარის ასისტენტი
ნინო რამიშვილი
nino.ramishvili@europeanschool.ge