2018-2019 სასწავლო წლის პირველი დღე

17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ევროპული სკოლა სიხარულით შეხვდა მის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ჩვენი სკოლის თანამშრომლებს.
ევროპული სკოლის დიდი ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა და წელს ჩვენი სკოლის კარი 900-მდე მოსწავლემ შეაღო.
2018-2019 სასწავლო წელი ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებითაა სავსე. გისურვებთ წარმატებებს იმ საინტერესო გზაზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით ამ წლის მანძილზე.

Share on: