“ევროპული სკოლისა“ და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის მემორანდუმი

4 დეკემბერს “ევროპულ სკოლასა“ და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად სკოლას გადაეცემა გეოინფორმატიკის ტექნიკური ლიტერატურა, საბაზო ციფრული რუკები; ისტ-ის პედაგოგ დავით ნოზაძეს ჩაუტარდება ინდივიდუალური, ინტენსიური ტრენინგი გის ტექნოლოგიებში; მოხდება სკოლისათვის 6-თვიანი საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა საგაკვეთილო სივრცეში გის ტექნოლოგიების დასანერგად.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია და პროფესორი სერგო ცირამუა. ვიზიტის დღეს სტუმრები შეხვდნენ სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს და საქართველოს უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამები გააცნეს მათ.

Share on: