იუსტიციის მინისტრი სტუმრად “ევროპულ სკოლაში“

2018 წლის 30 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი “ევროპულ სკოლას“ სტუმრად ეწვია. ევროპული ენების პოპულარიზაციის ინიციატივის ფარგლებში, “ევროპული სკოლის“ მე-9-10 კლასის მოსწავლეებმა ფრანგულ და გერმანულენოვან ჯგუფებში იმუშავეს ბულინგის თემაზე. ვიდეო-მასალის განხილვის შემდეგ, მოზარდებმა იმსჯელეს ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე, შესაძლო შედეგებზე და პრევენციის ზომებზე.

ბავშვები გაეცნენ საფრანგეთსა და გერმანიაში განხორციელებულ ღონისძიებებს ბულინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

პროექტის დასასრულს იუსტიციის მინისტრმა შეაჯამა შეხვედრა და მოსწავლეებს გააცნო ბულინგის პრევენციის ზომები, რომლებსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრმა ისაუბრა ფრანგული და გერმანული ენების შესწავლის მნიშვნელობაზეც, როგორც მაღალხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთ საშუალებაზე.

Share on: