პროგრამა

ჩვენი პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების განვითარებას ყველა სფეროში და უზრუნველყოს მათი მზადყოფნა მომავალ ეტაპზე. თუ ბავშვს შეუძლია შეაფასოს თავისი გრძნობები, შესაძლებლობები, ეს საშუალებას აძლევს მას განავითაროს ქცევის და განწყობის კონტროლი, მიზნების დასახვისა და მუშაობის უნარი. აღსაზრდელთა შემოქმედებითი განვითარების, ფიზიკური გაჯანსაღებისა და მათი შემეცნებითი განვითარების მიზნით, ” ევროპული სკოლის“ სკოლამდელი სასწავლო ცენტრის საამღზრდელო პროგრამა მოიცავს ოთხ ტრანსდისციპლინარულ თემას:

• პირადი მენეჯმენტი
• როგორ მუშაობს ჩემი სხეული
• როგორ მუშაობს სამყარო
• ჩემი ადგილი სამყაროში

ბავშვები სწავლობენ ეთიკის და უსაფრთხოების, გეოგრაფია-ისტორიის, ბოტანიკა-ზოოლოგიის, ანატომიის, ასტრონომიის, ფიზიკის, მათემატიკის და ლოგიკის ელემენტებს. ბაღის აღსაზრდელი თავისთვის გასაგებ ენაზე ეცნობა სამყაროს, მზის სისტემას და დედამიწის მეზობელ პლანეტებს, იგებს რა არის დრო, კალენდარი, დღე და ღამე. ეცნობა ქვეყანებს, მათ მდებარეობას, იქ მცხოვრები ადამიანების ტრადიციებს და კულტურას. სწავლობს ბუნების სიყვარულს, მოვლას.

აღსაზრდელი სწავლობს ანბანს, არჩევს ხმოვნებს და თანხმოვნებს, სწავლობს სიტყვის დამარცვლას, ცალკეული სიტყვებისაგან ადგენს წინადადებებს. ბავშვებს საოცარი ფანტაზიის უნარი აქვთ. 3-4 წელი-მეტყველების განვითარების პერიოდია. ამ დროს უნდა გაიზარდოს ბავშვების ლექსიკური მარაგი.ჩვენი მიზანია გავუადვილოთ პატარას საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გადმოცემა.იმიტაციის, დიალოგის და სხვა პრაქტიკული მეთოდების გვერდით იმართება თეატრალური წარმოდგენები, ზეიმები რომლებიც ხელს უწყობს, როგორც მეტყველების ჩამოყალიბებას ასევე ფსიქოლოგიურ და შემოქმედებით გახსნას და განვითარებას.

მეცადინეობის, ჯგუფში თამაშის თუ ჰაერზე ყოფნის დროს აქტივობების ხშირი მონაცვლეობა, თვალსაჩინოებების გამოყენება, სიმღერების, ლექსების და ზღაპრების მოსმენა, ქმნის სწავლის პოზიტიურ და ბუნებრივ გარემოს და ბავშვების კოგნიტური, სოციალურ-ემოციური, ფიზიკური უნარების, განვითარებას უზრუნველყოფს.

სასწავლო პროგრამა