მსოფლიო ჩემპიონი და ევროპული სკოლის მოსწავლეები - ბულინგის წინააღმდეგ

17 ოქტომბერს ჩვენს სკოლას პროექტ “სპორტი ბულინგის წინააღმდეგ” ფარგლებში სტუმრობდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე და ცნობილი ფოტოგრაფი და მოგზაური გოგა ჩანადირი. სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს მათი დამოკიდებულება ბულინგისადმი და ისაუბრეს სპორტზე, როგორც ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტზე.

შეხვედრაზე განიხილეს წარმატების მიღწევის არაძალადობრივი მეთოდები და ხაზი გაესვა, თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ძალადობის ნებისმიერ გამოვლენას, როგორც მსხვერპლის, ასევე, თავად მოძალადისთვის.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში და ისაუბრეს ბულინგის გამომწვევ მიზეზებსა და მისი პრევენციის საშუალებებზე.
მოცემული პროექტის ფარგლებში ევროპული სკოლის მოსწავლეები ცნობილ სპორტსმენებთან ერთად ჩაერთვებიან საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომლის შედეგადაც რეგიონებში აშენდება სპორტული მოედნები. ევროპული სკოლა უზრუნველყოფს, რომ დატვირთული სასწავლო გრაფიკის მიუხედავად, მისი მოსწავლეები იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტებში.

Share on: