ახალი ამბები

THE Counsellor Awards 2024

03 May 2024

“ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის დირექტორი გიორგი სიჭინავა უმაღლესი განათლების მრჩეველთა გლობალური კონკურსის გამარჯვებულია ნომინაციაში “წლის საუკეთესო მრჩეველი-ევროპა“.

სააღდგომო გამოფენა

01 May 2024

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების სააღდგომო სამზადისი! ჩვენი პატარები ხალისიანი განწყობით, საკუთარი ხელით შექმნილი თექისა და ქაღალდის დეკორაციებით ეგებებიან აღდგომის დღესასწაულს.

თვითმმართველობის დღე და კონკურსი ,,ნიჭიერი“

29 Apr 2024

26 აპრილს თვითმართველობის დღე “ევროპულ სკოლაში“განსხვავებული ენერგიითა და ენთუზიაზმით წარიმართა. მოსწავლეებმა ჩაანაცვლეს მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, თანამშრომელთა მთლიანი გუნდი და მართეს სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი და მიმართულება.

დედამიწის დღე

27 Apr 2024

ერთი საათი ელექტროენერგიის გარეშე, დედამიწისადმი მიძღვნილი გაკვეთილები, ასამბლეები, კონფერენციები, ეკოფესტივალი, მოწვეული მწვანე კომპანიები, შეკეთებული, მეორადი სამოსი, ეკომეგობრული მოდის ჩვენება, ყველაზე მწვანე კლასისა და ყველაზე მწვანე ოფისის დაჯილდოება - ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტა გახდეს უკეთესი, უფრო სუფთა და ჯანსაღი.

#აჩუქეწიგნი

25 Apr 2024

აპრილი წიგნის ჩუქების თვეა, 23 აპრილს კი მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.  ეს დღე წიგნის კითხვის ზეიმია, წიგნის ძალაზე, ავტორთა უფლებების დაცვაზე დააფიქრებს მკითხველს.  

ინტეგრირებული პროექტი: “წითელი...“

23 Apr 2024

ინტეგრირებული პროექტი: “წითელი...“ ორი საგნის, ისტორიის და ქართული ენისა და ლიტერატურის  ინტეგრაციით დაიწყო და სექტემბრიდან ეცნობიან, იკვლევენ, სწავლობენ მოსწავლეები წყაროებიდან, მუზეუმებიდან, მხ.ლიტერატურიდან  საქართველოში  საბჭოთა წითელი იდეოლოგიის გავრცელების, დამკვიდრების, ტერორისა და რეპრესიების შედეგებს.

ევროპის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები “ევროპულ სკოლაში“!

18 Apr 2024

ევროპის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები: IE University (მადრიდი, ესპანეთი), EHL Hospitality Business School (ლოზანა, შვეიცარია), Brussels School of Governance (ბრიუსელი, ბელგია), Modul University Vienna (ვენა, ავსტრია), Università Bocconi (მილანი, იტალია) “ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ უნივერსიტეტების გამოფენაზე იმყოფებოდნენ.

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

05 Apr 2024

2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ევროპული სკოლის, ქართული პროგრამის მე-8 (ა,გ) კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი-აქცია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. 8 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები, ხელნაკეთი ყელსახვევები, გულსაბნევები. მოეწყო ფილმის ჩვენება და ანალიზი. 

ჩვენი მოსწავლეების ჩარიცხვები Ivy League –ის უნივერსიტეტებში გრძელდება!

01 Apr 2024

ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე  მეთიუ ჯიაკვინტო კორნელის უნივერსიტეტმა მიიღო. ის ასევე აშშ-ის სხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც მიიღეს: University of Virginia, University of Rochester.