ხშირად დასმული კითხვები

რამდენი მოსწავლეა კლასში?

თითოეულ კლასში მაქსიმუმ 20 მოსწავლეა.

რომელ საათებს მოიცავს სასწავლო პროცესი?

სასწავლო პროცესი იწყება 9:00-ზე და მთავრდება 17:00-ზე.

როგორ ხდება სწავლის საფასურის გადახდა?

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ ან ერთხელ წინსწრებით.

არსებობს თუ არა დამატებითი ფინანსური ხარჯები?

დამატებითი ფინანსური ხარჯები უკავშირდება მოსწავლეთა სასკოლო ფორმების შეძენას, კვებასა და სპეციალიზებული კლუბებითა და წრეებით სარგებლობას.

სად შევიძინოთ სკოლის ფორმა?

სკოლის ფორმის შეძენა შესაძლებელია სამკერვალოში, რომელიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრში “ქარვასლა“, მეორე სართულზე, 207ბ ოთახში(მისამართი: ცოტნე დადიანის ქ. N7).

რომელი  კლუბებითა და წრეებით არის შესაძლებელი სარგებლობა და როგორ შეიძლება მათი არჩევა?

სკოლა გთავაზობთ სპორტულ (ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, კარატე, ჭადრაკი), სახელოვნებო (ქართული ცეკვა, ხატვა, თეატრალური სტუდია, სატელევიზიო სტუდია) და უცხოურ ენათა (პუშკინის სკოლა) კლუბებსა და წრეებს. არჩევისას გათვალისწინებულია მოსწავლისა და მშობლის სურვილი და მოსწავლის ასაკი.

როგორ ხდება მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურეობით უზრუნველყოფა?

სკოლა არჩევს სატრანსპორტო კომპანიას კომფორტული მიკროავტობუსებითა და კვალიფიციური მძღოლებით, რითიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა გადაადგილების უსაფრთხოებას. მიკოროვტობუსები მოძრაობენ სხვადასხვა მარშუტზე, შეძლებისდაგვარად საცხოვრებელ სახლებთან ახლოს.  ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი ისეა გათვლილი, რომ უზრუნველყოფილია მოსწავლეთა სკოლაში მოსვლა 8:45–თვის.

რომელი უცხოური ენები ისწავლება ევროპული სკოლის ქართულ პროგრამაზე?

მოსწავლეებს პირველივე კლასიდან ეძლევათ ინგლისური და რუსული ენების შესწავლის შესაძლებლობა. მეხუთე კლასიდან კი შერჩევით დაეუფლებიან მესამე უცხოურ ენას: გერმანულ, ფრანგულ ან თურქულ ენებს.

როგორია კვების რეჟიმი სკოლაში?

კვება სკოლაში ერთჯერადია.

I-V კლასის მოსწავლეთათვის კვება შედის სწავლის საფასურში. მათთვის განსაზღვრულია სადილი 12:25–12:55 სთ-ზე.

VI –XII კლასებისათვის კვება ფასიანია. სადილი განსაზღვრულია 13:15–13:45 სთ-ზე.