ასისტენტის ინსტიტუტი

ევროპულ სკოლის დაარსების დღიდან სწავლების დაწყებით საფეხურზე ფუნქციონირებს ასისტენტის (კლასის დამრიგებლების თანაშემწე) ინსტიტუტი.

ასისტენტებად მოწვეულნი არიან თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.  ასისტენტი აქტიურად თანამშრომლობს კლასის ხელმძღვანელთან, ეხმარება  მას ორგანიზაციული, სასწავლო თუ აღმზრდელობითი საკითხების მოგვარებაში. იგი ინდივიდუალურად მუშაობს მოსწავლეებთან, ეხმარება მათ გაკვეთილების მომზადებისა და წრეობრივი მეცადინეობების დროს, სხვადასხვაგვარი შემეცნებითი თამაშობების, სასკოლო ღონისძიებებისა თუ სპორტული შეჯიბრებების მოწყობასა და ჩატარებაში.

სკოლა სისტემატურად ატარებს ასისტენტების პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებს.  ასისტენტების მუდმივი ჩართულობა სასწავლო და აღმზრდელობით პროცესებში, ურთიერთობა მოსწავლესთან, მშობელსა და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან განაპირობებს ასისტენტის, როგორც დამწყები პედაგოგის პროფესიულ ზრდას.