აშშ-ის საელჩო სტუმრად “ევროპულ სკოლაში”
2018 წლის 2 აპრილს “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს, აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს და ამერიკულ სათვისტომოსთან ურთიერთობის განყოფილების კოორდინატორს, ჯენი განოს.
ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ და მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, სოფო ნონიკაშვილმა და ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ალექსანდრე ლომაძე-გაბიანმა, სტუმრებს სკოლის შენობა დაათვალიერებინეს.
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ამერიკული სათვისტომოს ინტერესზე საერთაშორისო ბაკალავრიატისა და ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამების მიმართ და გამოხატეს სკოლასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა. “ევროპული სკოლა“ მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს; იმედი გვაქვს, რომ მათი ვიზიტი გააძლიერებს საქართველოში ამერიკულ სათვისტომოსა და სკოლას შორის ურთიერთობებს.