ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვილი ღონისძიება

2017 წლის 18 სექტემბერს “ევროპულ სკოლაში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული ადმინისტრაციული  გუნდით  დახვდა მოსწავლეებს. შეკრებილ სტუმრებს მიესალმნენ სკოლის აკადემიური დირექტორი, ქალბატონი სოფიო ბაზაძე, “ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების დირექტორი, ბატონი ქრისტო სტეინი,  “ევროპული სკოლის“ ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ბატონი ჯოზეფ ბლეიკი და მოწვეული სტუმარი, “კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, ბატონი კახა შენგელია.

საზეიმო განწყობა აამაღლა  მოსწავლეთა მიერ “ევროპული სკოლის“ დროშებით შესრულებულმა ცეკვამ, ცაში ასროლილმა ათასობით ფერადმა ბუშტმა და პირველკლასელთა გაბრწყინებულმა თვალებმა, როცა მათ ახალი ზარის ხმაზე მეთორმეტეკლასელები შეუძღვნენ საკლასო ოთახებში.


Share on: