ბოლო ზარი “ევროპულ სკოლაში“
2018 წლის 18 მაისს “ევროპულ სკოლაში“ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დილა ჟრიამულით დაიწყო. პირველი გაკვეთილი დამრიგებლებმა სიმბოლურად ჩაუტარეს კურსდამთავრებულებს. გაკვეთილის შემდეგ დაიწყო ბოლო ზარის მხიარულება – დამშვიდობება და სამახსოვრო ავტოგრაფების დარიგება. უმცროსკლასელებმა კურსდამთავრებულები ცეკვით გააცილეს.
ტრადიციისამებრ, მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ხე, შემდეგ კი გაიხსნა კურსდამთავრებულთა კედელი, რომელზეც მოსწავლეებმა სამახსოვრო ხელმოწერები დატოვეს.
“ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა, ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ, კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა.