გამოფენა "უცნობი თბილისი" და გასეირნება თბილისის ისტორიულ ნაწილში
ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტეგრირებული (მათემატიკა-ლიტერატურა) გასვლითი გაკვეთილი. ისინი ესტუმრნენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარე ფოტოგამოფენას “უცნობი თბილისი” და გაეცნენ დედაქალაქის ღირსშესანიშნავი შენობების ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას.
გამოფენაზე თითოეულმა მოსწავლემ შეარჩია მისთვის საინტერესო შენობა და დაგეგმა ობიექტთან მისასვლელი მარშრუტი (გაკვეთილის თემა: მარშრუტის ოპტიმიზაცია დროის ეკონომიის მიზნით.).
მათ მიერვე შედგენილი გეგმის მიხედვით, გაკვეთილის ფინალურ ნაწილში მოსწავლეებმა გაისეირნეს თბილისის ულამაზეს ქუჩებში.