გასვლითი გაკვეთილი ძალისას ნაქალაქარზე
ამერიკული სექტორის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ძალისას ნაქალაქარი, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ადრექრისტიანული ეკლესია, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და მცხეთის თეატრონი.
ძალისას ნაქალაქარში გაიმართა კლასიკური ცივილიზაციის გასვლითი გაკვეთილი, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძვ.წ II -ახ.წ. III საუკუნის ნაქალაქარის ნაშთები: საზოგადოებრივი აუზი, რომაულ ყაიდაზე აგებული ვილა, საკანალიზაციო სისტემა, მოზაიკით მოპირკეთებული ტრიკლინიუმი.
მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს საქართველოსა და რომის ურთიერთობებზე, რომაული არქიტექტურის ინოვაციებისა და მოზაიკაზე გამოსახული მითოლოგიური სიუჟეტის შესახებ, ისაუბრეს რომაული აბანოების (თერმების) მოწყობის პრინციპებზე.