“ევროპული სკოლის“ დელეგაცია გაეროს მოდელირების კონფერენციაზე
26-30 იანვარს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა დელეგაცია, კანტის აკადემიის ორგანიზებით, იმყოფებოდა გაეროს მოდელირების კონფერენციაზე პრაღის ნიუ-იორკის უნივრსიტეტში. სკოლის დელეგაციას, რომელიც შედგებოდა ქართული, IB და ამერიკული პროგრამების ექვსი მოსწავლისგან, ხელმძღვანელობდა სკოლის აკადემიური დირექტორი სოფიო ბაზაძე. ვიზიტის ბოლო დღეს მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს საელჩოს და შეხვდნენ ელჩს, ბ-ნ ზაალ გოქსაძეს.
მოსწავლეთა აზრით, გაეროს მოდელირების კონფერენციაზე დასწრებამ მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა და მისცა შესაძლებლობა, მსოფლიოში არსებული რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე დაფიქრებულიყვნენ.