“ევროპული სკოლის“ მარათონი

5 ნოემბერს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა “ევროპული სკოლის“ მარათონი. მართონი არ იყო უბრალო შეჯიბრი, ის უფრო დღესასწაული იყო თითოეული მონაწილისთვის, ყველაზე ახალგაზრდა თუ ხანდაზმული პედაგოგებისთვის. მარათონის მიზანი იყო სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება სკოლის საზოგადოებაში. 3600 მეტრის სიგრძის დისტანციის გარბენში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 80-მა მასწავლებელმა.

ფაქტები მარათონის შესახებ: მარათონის ყველაზე ხანდაზმული მონაწილე გახლავთ სვეტლანა ლამბრიანოვა-ბეჟუაშვილი, ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე კი არის გიორგი ჭუმბურიძე.

შედეგები:

მამაკაცები

პირველი ადგილი-გიორგი ჭუმბურიძე;

მეორე ადგილი-ნიკოლოზ ხაჩიძე;

მესამე ადგილი-ალექსანდრე გიორგიძე.

ქალები

პირველი ადგილი-ლინდა ციცქიშვილი;

მეორე ადგილი-მარიანა მოსაადი;

მესამე ადგილი-ანა ჩახნაშვილი.

 

Share on: