ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი

ბრიუსელში, ევროპარლამენტში მოქმედი “საქართვლოს მეგობრობის ჯგუფის,“ “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ “ევროპული სკოლისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვან საქართველოს“ შორის გაფორმდა ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერებისთვის.
მემორანდუმის ფარგლებში “ევროპულ სკოლას“ მიენიჭა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მაღალი დონის ღონისძიებებში ევროპარლამანტსა და ევროსაბჭოში. დაიგეგმა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტები მოსწავლეებისთვის. ექსკლუზიურად “ევროპულ სკოლას“ ექნება შესაძლებლობა ევროკავშირის ინსტიტუტებში მოკლევადიან ტრენინგებში მონაწილეობის მღების. დაიგეგმება და განხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობა ბელგიის და სხვა ევროპის ქვეყნების წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. “ევროპული სკოლა“ უზრუნველყოფს სტრატეგიული და საგანმანათლებლო პროექტების განხორცილებას.

Share on: