თეატრალური სტუდია

“ევროპული სკოლის” თეატრალური სტუდია სკოლის დაარსებისთანავე შეიქმნა. მას  ხელმძღვანელობს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის

მსახიობი და რეჟისორი  ლიკა ქობულაძე

სტუდიაში  მომზადდა და სხვადასხვა დროს წარმატებით განხორციელდა  სპექტაკლი-მიუზიკლი: “საშობაო ზეიმი სხვენში”,

სპექტაკლები:  ქართული ზღაპარი “წიქარა”, ალექსეი ტოლსტოის “ბურატინო”, შარლ პეროს “წითელქუდა”, ჰანს კრისტიან ანდერსენის “თოვლის დედოფალი”, უილიამ  შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, “ჭირვეულის მორჯულება”, კომპოზიცია “ხილთა ქება” , “Love, Love, Love” (გამოჩენილი პიროვნებების სასიყვარულო ბარათების მიხედვით), საშობაო ზღაპარი,  და სხვ.

საუკეთესო სპექტაკლები არაერთხელ იქნა წარმოდგენილი როგორც ჩვენი სკოლის, ასევე თბილისის თეატრების სცენებზე, მათ შორის: თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თბილისის  ნოდარ  დუმბაძის  სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში,  თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრსა  და “თავისუფალ თეატრში”.

2012 წელს ქ.თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ საყმაწვილო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით “თოვლის დედოფალი” “ევროპული სკოლის” თეატრალურმა სტუდიამ “საუკეთესო დასის” წოდება მოიპოვა.

2014 წელს “ევროპული სკოლის” თეატრალურმა დასმა სპექტაკლით “ოცდამეერთე საუკუნის თვალით დანახული მითოლოგია”  ქართულ-ბერძნულ საგანმანათლებლო ფესტივალზე “ოქროს საწმისი”  “საუკეთესო კრეატიული  დასის”  წოდება და დიპლომი მოიპოვა.

2016 წელს სპექტაკლ “ბურატინოს”  წარმოდგენისა და 10 წლიანი წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისათვის  თეატრალური სტუდია, მისი ხელმძღვანელი და სტუდიის მოსწავლეები “ევროპული სკოლის” დირექციამ  სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა.