“თელა“ “ევროპულ სკოლაში“
27 სექტემბერს სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდია “თელა“ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების წინაშე წარდგა. მოცეკვავეების მიერ შესრულებულმა ენერგიულმა და ხალისიანმა ცეკვებმა მაყურებელი მოხიბლა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ცეცხლოვანი რუმბა და სამბა, ჯაივი და პასადობლე. ბოლოს კი კარინა ლისენკოსა და რატი გაჩეჩილაძის დუეტმა დარბაზი აღაფრთოვანა.
“თელას“ მოცეკვავეებმა დაუვიწყარი საღამო აჩუქეს “ევროპული სკოლის“ ბავშვებს.