ლექცია ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ
31 იანვარს AHS-ის X კლასის მოსწავლეები პედაგოგ თეკლა ბერაძესთან ერთად დაესწრნენ აზროვნების აკადემიის სალონური საუბრების “ვეფხისტყაოსნის” ციკლის საღამოს, რომელზეც თსუ-ს პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე – “ვეფხისტყაოსნის ორი სამეფო და ისტორიის დასასრული.“
ბატონ ზურაბთან შეხვედრა უშუალო და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მეათეკლასელთათვის, რომლებმაც ახალი სემესტრიდან დაიწყეს შოთა რუსთაველის პოემის შესწავლა. ლექციის ბოლოს მომხსენებელმა უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. მოზარდებმა სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ “ვეფხისტყაოსნის” ციკლის სხვა საღამოებშიც.