მასწავლებლებისა და ფსიქოლოგის შეხვედრა - სასკოლო შფოთიანობის კონტროლი
ევროპული სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით, გრძელდება შეხვედრების ციკლი “საუბრები ფსიქოლოგთან“.
4 დეკემბერს ჩატარდა შეხვედრა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მასწავლებლებთან სასკოლო შფოთიანობის კვლევის შედეგების გასაცნობად.
შეხვედრის დროს მოხდა სასკოლო შფოთიანობის გამომწვევი მიზეზების განხილვა და მასწავლებლებს მიეცათ დეტალური რეკომენდაციები, თუ როგორ დაამყარონ კონსტრუქციული ურთიერთობები შფოთიანობის მაღალი დონის მქონე მოსწავლეებთან.