მორიგი გამარჯვება: 23-ე საერთაშორისო კონფერენცია “საინფორმაციო საზოგადოება და საუნივერსიტეტო კვლევები“

27 აპრილს, ქ. ლიტვაში ჩატარებულ იქნა რიგით 23-ე კონფერენცია “საინფორმაციო საზოგადოება და საუნივერსიტეტო კვლევები“ IVUS 2018. კონფერენცია გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ფაკულტეტზე.
IVUS არის ტრადიციული კონფერენცია, რომელიც ტარდება 1995 წლიდან ლიტვაში წარმატებული უნივერსიტეტების მიერ, წელს კონფერენციას ესტუმრნენ მომხსენებლები 15 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები, შემდეგი შემადგენლობით; მაქსიმ იავიჩი – SCSA-ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი და ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის მასწავლაბელი, მელქისსადეგ ჯინჯიხაძე – აკ. წერეთლის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სტუდენთა საოლიმპიადო გუნდის მწვრთნელი და გიორგი იაშვილი – SCSA-ს პროექტ მენეჯერი და ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის მასწავლაბელი.
კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლების მიერ გაკეთდა ორი მოხსენება. აღსანიშნავია რომ ერთმა მოხსენებამ მიიღო საუკეთესო ნამუშევრის წოდება, რის შედეგად გუნდმა საქართველოდან მიიღო პირველი ადგილი და ჯილდო.
თემის სათაური არის “Hash based digital signature scheme with integrated TRNG“, მისი ავტორები არიან: მაქსიმ იავიჩი, ავთანდილ გაგნიძე და გიორგი იაშვილი.
ღონისძიებაში ჩართული 15 ქვეყნიდან და 38 მოხსენების შორის, გაიმარჯვა ნამუშევარმა საქართველოდან, რაც არის უდიდესი წარმატება როგორც სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისთვის, ასევე სრულიად საქართველოსათვის.

Share on: