მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია
28-29 იანვარს “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიური ღონისძიება – ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მრავალფეროვანი პროექტები, რომლებზეც ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდნენ. მოსწავლეებმა საინტერესო და საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს: “საქართველოში კომაში მყოფი პაციენტების დახმარება“, “როგორ ვაქციოთ ასაკოვანი ადამიანები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად?“, “მსოფლიო პოლიტიკა და ბუნებრივი რესურსები”, “ცრურწმენები და დისკრიმინაცია“, “AP საგანთა უპირატესობები“ “ნანო სატელიტი- კუბსატი“ და მრავალი სხვა. პროექტების პრეზენტაციას სკოლის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც ესწრებდონენ: ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე, ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მენეჯერი სტივენ შელი, აშშ-ის საელჩოს კულტურული ურთიერთობების ოფიცერი იულიუს ნ. ცაი, აშშ-ის საელჩოს კულტურული პროგრამების კოორდინატორი დანიელა ტრანი.