საკვების მსოფლიო დღე

16 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა “საკვების მსოფლიო დღე“ აღნიშნეს. ღონისძიების მიზანი იყო, მოზარდებს გაეთავისებინათ დაბალანსებული კვების რაციონის მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის. რთულია, სწორად იკვებო დამუშავებელი საკვების ეპოქაში.  ამიტომაც, ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით მოსწავლეებს, არჩევანი ხილის, ბოსტნეულის და სხვა ჯანსაღი საკვების სასარგებლოდ გააკეთონ არაჯანსაღი ალტერნატივების სანაცვლოდ.

 MYP პროგრამის მოსწავლეებმა, სახლში მომზადებული კერძების შეთავაზებით, თავიანთი მშობლიური ქვეყნების ნამდვილი გემო აგრძნობინეს დამთვალიერებლებს.  დავაგემოვნეთ ჩინური, რუმინული, აზერბაიჯანული, ინდური, თურქული, ირანული, სირიული, ქართული, იტალიური კერძები.  დღის კერძი გახდა აზერბაიჯანელი მოსწავლეების მიერ მომზადებული “ფარჩა დოშემე“ ფლავი.

Share on: