ოჯახის საერთაშორისო დღე

27 თებერვალს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ოჯახის საერთაშორისო დღე.
პირველი გაკვეთილები მშობლებს დაეთმოთ. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა პატარებს უშურველად გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. დედებთან ერთად ბებიები და მამებიც იღებდნენ მონაწილეობას.
საზეიმოდ მორთულ ბანერთან ოჯახის წევრებთან ერთად მოეწყო ფოტოსესია.
ღონისძიება საფეხბურთო მოედანზე გაგრძელდა და მამებს შორის მეგობრული მატჩით დამთავრდა.

Share on: