პრაქტიკული ლექცია-სემინარი “გარემოს დაცვა“

11 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ მე-10 და მე-11 კლასებისთვის პრაქტიკული ლექცია-სემინარი ჩაატარა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ელენე ბაქრაძემ.
ის მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის მუშაობაზე, გააცნო ლაბორატორიის მიერ განხორციელებული პროექტები, მიაწოდა ინფორმაცია ზედაპირული წყლების დაბინძურების შესახებ, თუ როგორ ხდება საველე პირობებში სინჯების აღება და ანალიზი; სტუმარმა მოსწავლეებს აუხსნა ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის პროცესები და მიაწოდა ინფორმაცია თბილისის და საქართველოს სხვა რეგიონების ყველაზე დაბინძურებული ადგილების შესახებ. შეხვედრისას ქალბატონმა ელენემ ადგილზევე განსაზღვრა წყალში არსებული რამდენიმე კომპონენტი, რამაც მოსწავლეები ძალიან დააინტერესა.

 

Share on: