პროფესიული განვითარების დღე

საგანამანათლებლო სისტემაში სწავლების ხარისხი და სკოლის ხელმძღვანელობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია სტუდენტის წარმატებისთვის. იმისათვის, რომ პედაგოგები და სკოლის ლიდერები იყვნენ მაქსიმალურად ეფექტურები, მუდმივად ცდილობენ გაიღრმავონ ცოდნა და უნარები. პროფესიული განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა სკოლის სისტემაში, რომელიც აუმჯობესებს მასწავლებელთა მუშაობის დონეს.
2017 წლის 24 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა პროფესიული განვითარების დღე. სკოლის პედაგოგებმა, პერსონალმა და ხელმძღვანელობამ გამართეს შეხვედრები, რომელზედაც განიხილეს მიმდინარე სემესტრი და სამუშაო სტრატეგიები. ასევე დაესწრნენ ტრენინგებს CIS და “ციფრული მოქალაქეობის“ შესახებ, განიხილეს სასწავლო გეგმები და ზოგადი პოლიტიკა. მასწავლებლები გაეცნენ არსებულ გამოწვევებს; გაერკვნენ, პროფესიული ზრდისთვის როგორ იზრუნონ თავიანთ თვითშეფასებაზე.

Share on: