საერთაშორისო ტურნირი კარატეში - “OPEN TBILISI – 2017“

15 ოქტომბერს სპორტკომპლექს “არენა-1“-ში ჩატარდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი კარატეში – “OPEN TBILISI – 2017“, რომელშიც მონაწილეობდა 500-მდე სპორტსმენი სხვადასხვა ქვეყნიდან.

“ევროპული სკოლის“ კარატეს კლუბის აღსაზრდელებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა მსგავს ტურნირებში და მიუღწევიათ სერიოზული წარმატებისთვის. არც “OPEN TBILISI – 2017“ იყო გამონაკლისი. ამერიკული უმაღლესი სკოლის X კლასის მოსწავლე,ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და 2016 წლის მსოფლიო თასის მფლობელი კატაში ნათია თუთბერიძე გახდა ტურნირის გამარჯვებული და  მოიპოვა ოქრო კატაში, საერთაშორისო ბაკალავრიატის  MYP პროგრამის VII კლასის მოსწავლე მიშიკო გაბაიძემ მოიპოვა ბრინჯაო ასევე კატაში,  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კარატეს მასწავლებელი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, დიანა დარჩიაშვილი კი გახდა  ოქროს მედლის მფლობელი კუმიტეში.

 

Share on: