სათამაშოები საჩუქრად წეროვანის სკოლისათვის
ამერიკული სექტორის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქველმოქმედებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს – ევროპული სკოლის მასშტაბით, მათ შეაგროვეს სათამაშოები და წეროვანში გაემგზავრნენ, სადაც საკუთარი ხელით გადასცეს ეს სათამაშოები სკოლას.
წეროვანში მოსწავლეებთან ერთად მათი მასწავლებლები- ანა ხუციძე, ბესო კიკნაძე და თამარ ჭაღიაშვილი ჩავიდნენ. მათ დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა , ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კომპიუტერების ოთახი.
მოსწავლეები სკოლის დირექტორსაც გაესაუბრნენ და სკოლაში არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
მათ გადაწყვიტეს, წეროვანის სკოლას შემდგომშიც დაეხმარონ და მისი ბიბლიოთეკა ახალი და საინტერესო წიგნებით გაამდიდრონ.