საქველმოქმედო აქცია

24 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision და “ევროპული სკოლის“ ერთობლივი თანამშრომლობით კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა. წინასწარ შეგროვილი თანხით “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები დაეხმარნენ მოზარდთა დღის ცენტრის ბენეფრიციარებს.
“მოსწავლეთა პარლამენტის“ წევრების აქტიური მონაწილეობით შეიძინეს საგანმანათლებლო რესურსები: სამაგიდო თამაშები, რუკები, გლობუსი, წიგნები და საკანცელარიო ნივთები.
მოსწავლეები შეხვდნენ დღის ცენტრის ბავშვებს და წინასააღდგომოდ საჩუქრებით გაახარეს.

Share on: