სპორტის დღე

9 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“, ახალი სპორტული დარბაზის გახსნასთან დაკავშირებით, ჩატარდა სპორტის დღე. ამ ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეები და წევრები. მოსწავლეებითა და მათი მშობლებით დაკომპლექტებული, ქართული პროგრამის, IB და AHS, გუნდები მრავალ სახალისო, სპორტულ თამაშობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მოსწავლეთა მოტივაციას კიდევ უფრო ზრდიდა ღონისძიებაში ოლიმპიური ჩემპიონის, მანუჩარ კვირკელიას მონაწილეობა. გამარჯვება მოიპოვა ქართული პროგრამის გუნდმა.
სპორტის დღემ მისცა საშუალება მოსწავლეებს, მოეხდინათ თავიანთი სპორტული შესაძლებლობების დემონსტრირება და მხიარულ, ჯანსაღ გარემოში მიეღოთ მეგობრებთან , მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობის სიამოვნება.


Share on: