ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“

2018 წლის 29, 30, 31 მაისს და 1 ივნისს თბილისი მერვედ მასპინძლობს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს “ოქროს პეპელა“.

ფესტივალი დაარსდა 2011 წლის 1 ივნისს – საქართველოში, თბილისში “ევროპული სკოლის“ საბავშვო სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე მასში მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის მოზარდები, როგორც საქართველოდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფესტივალი იმართება ყოველი წლის 29, 30,31 მაისს და 1 ივნისს და. “ოქროს პეპელას“ აქვს, როგორც საკონკურსო ასევე არასაკონკურსო პროგრამა და სასწავლო-საგანმანათლებლო ნაწილი. ფესტივალზე ბავშვები ხვდებიან გამოჩენილ კინომოღვაწეებს, პრაქტიკოს კინომუშაკებს და ადგილზე ეცნობიან თანამედროვე კინო-ტექნოლოგიებს, მონაწილეობენ კინო-ეტიუდებში და სწავლობენ სინთეზური მუშაობის უნარ-ჩვევებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრებს არ მოეთხოვება გადაღების (ფორმატის) მაღალი ხარისხი. კომპენტენტური ჟიურის შეფასების პრიორიტეტია მოზარდის იდეა, მისი გადწყვეტის ფორმა და ხერხი.

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს, წაახალისოს და საზოგადოებას გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება; აგრეთვე გამარჯვებულები წარადგინოს საერთაშორისო კინოფორუმებსა და ფესტივალებზე.

2011 წლიდან დღემდე, ფესტივალში მონაწილეობდა 500 მდე კონკურსანტი, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე უცხოეთიდან საკონკურსო პროგრამას აფასებს პროფესიონალური ჟიური, რომლის შემადგენლობას ადგენს ფესტივალის დირექტორატი, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან შეთანხმებით.

ფესტივალში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო ანიმაციური ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, ოპერატორი, სცენარის ავტორი, მემონტაჟე, მსახიობი გოგონა, მსახიობი ბიჭი, ეპიზოდური როლი, მუსიკა და “გრან პრი“ – “ოქროს პეპელა“ – 2018 წლის საუკეთესო ფილმისათვის.

სულ ფესტივალზე წარმოდგენილია 82 ფილმი, აქედან 47 უცხოური და 45 ქართული ფესტივალი, წელს ეძღვნება გამოჩენილი ფრანგი კინორეჟისორის ალბერ ლამორისის შემოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ფესტივალის მონაწილენი მოიცმენენ ლექციას, რომელსაც ჩაატარებს კინომცოდნე, პროფესორი ქალბატონი მაია ლევანიშვილი, აგრეთვე საფრანგეთიდან სკაიპის დახმარებით ჩაერთვება ალბერ ლამორისის შვილი – პასკალ ლამორისი.

საფესტივალო პროგრამა მოიცავს:

ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია და საკონკურსო ფილმების ჩვენება (29 მაისი 10:00 ეროვნული არქივის კინოდარბაზი – ვაჟა ფშაველას #1)

ექსკურსია კინოსტუდია “ქართულ ფილმში“ (29 მაისი 15:00 – 17:00 ახმეტელის ქ. # 10)

საკონკურსო ფილმების ჩვენება და სექციური მუშაობა – ვორქშოპები ( 30 მაისი 9:00 – 16:00 მოზარდ მაყურებელთა თეატრი – დ.აღმაშნებლის #99)

ვორქშოპი “თანამედროვე კინო ტექნოლოგიები“ (30 მაისი 17:00 – 19:00 ევროპული სკოლა – ა. ყაზბეგის 34 – გ)
პრაქტიკული გადაღებები (31 მაისი 10:00 – 15:00 თბილისის ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკურის ქ. # 1)

გადაღებული მასალის მონტაჟი და პრეზენტაცია (31 მაისი 17:00 – 19:00 ევროპული სკოლა – ყაზბეგის #34 – გ)

საზეიმო დახურვის ცერემონია (1 ივნისი 18:00 – 20:00 ევროპული სკოლა – ა. ყაზბეგის 34 – გ)
ფესტივალის მხარდამჭერები არიან:
ევროპის საბავშვო ფილმების ასიციაცია,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო,
საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი,
თბილისის მერია და სხვა ორგანიზაციები.

 

Share on: