ჩოგბურთის კლუბი
“ევროპული სკოლა” აღჭურვილია ხელოვნურსაფარიანი ღია და დახურული ჩოგბურთის კორტებით. კლუბის ხელმძღვანელია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჩოგბურთელთა ხუთეულის წევრი, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი ნინო ნალბანდიანი.
სკოლაში რეგულარულად ტარდება ჩემპიონატები ვაჟებს, გოგონებსა და წყვილებს შორის.
ჩოგბურთის კლუბში მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირის პრიზიორი “ევროპული სკოლის“ მოსწავლე აღიზარდა. მათ შორის არიან: საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი – დალიდა ქადარია, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი – სოფიკო ზეიკიძე და საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირების პრიზიორი – ანი ზეიკიძე.