წინასაარჩევნო დებატები

7 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები, სადაც ხუთივე კანდიდატმა გაგვაცნო საკუთარი ხედვები მოსწავლეთა პარლამენტის სამომავლო მუშაობასთან დაკავშირებით.

პროგრამების რამდენიმეწუთიანი წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა უპასუხეს თითოეულ შეკითხვას და იმსჯელეს მათთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე;  ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რა ცვლილების განხორციელებას ისურვებდნენ სკოლაში.

ხუთივე  კანდიდატმა გამოხატა ენთუზიაზმი და მზაობა, დაიკავონ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია.

არჩევნები დაიწყება 9 ნოემბერს 10 საათზე.  მე-6-12 კლასის ყველა მოსწავლე უფლებამოსილია, მიიღოს მონაწილეობა თავმჯდომარის არჩევნებში.

 

Share on: