ჰელოუინის დღესასწაული

ჰელოუინის დღესასწაული ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა “ევროპული სკოლის“ ღონისძიებათა კალენდარში. უკვე ტრადიციად იქცა სკოლაში ამ დღის აღნიშვნა, მოსწავლეთა მიერ  დეკორაციიების მომზადება და დერეფნებისა თუ “ლონდონ ავენიუს“ მორთვა; ნამცხვრების გამოცხობა და მოჩვენებების, ვამპირების, მონსტრების, მუმიებისა თუ ჯადოქრების კოსტიუმებში გამოწყობა.

წელს ჰელოუინის დღესასწაული ორი ღონისძიებით აღინიშნა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დღისით გამართულ ზეიმში მიიღეს მონაწილეობა. თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა მიირთვეს  ტკბილეული, ითამაშეს სახალისო თამაშები, სცენაზე რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

საღამოს კი ღონისძიებას დაესწრნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მრავალფეროვანმა აქტივობებმა მართლაც რომ ჰელოუინის განწყობა შექმნა –

მოეწყო “შიშის ოთახი“ , რომლის დამთვალიერებლებსაც სხვადასხვა ხმოვანი თუ ვიზუალური ეფექტით მძაფრი ემოციები ებადებოდათ; მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს მიეცათ საშუალება, მიემართათ სკოლის საზოგადოებისთვის და საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები გაეცნოთ მათთვის; სკოლის სამივე პროგრამის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონკურსო ნომრები; უფრო მეტიც, პროგრამის კოორდინატორებმა შეასარულეს “ჯადოქრების ცეკვა ცოცხებით“.

ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ჯადოსნური პრიზებით: საზაფხულო ბანაკი ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში; ექსკურსია გრაფ დრაკულას სასახლეში; ფიფქიას დედინაცვლის ჯადოსნური სარკე; გამაახალგაზრდავებელი ნიღბები და სიცოცხლის ელიქსირები. ღონისძიებას სხვა ხალისი და ხიბლი შესძინა GIF კამერით “ცოცხალი ფოტოების“ გადაღების შესაძლებლობამ.  GIF-ების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:  G  I  F

 

 

Share on: