2020 წლის კურსდამთავრებულები
წელს “ევროპული სკოლის“ გამოსაშვები საღამო არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ქართული პროგრამის, საერთაშორისო ბაკლავრიატის და ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს ქართული პროგრამის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, IB პროგრამის ხელმძღვანელმა დოქტორმა ბრაის ბომომ და AHS-ის დირექტორმა ირმა ბარბაქაძემ.
“ევროპული სკოლის“ 2020 წლის კურსდამთავრებულებიდან ოქროს მედლები გადაეცათ: ქართული პროგრამის მოსწავლეს ანი ახალაიას; საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებს: ლაილიმ აზედტოვას, ანა ბზიკაძეს, არუნა ილიმჟანს, ილონგ ლიუს, ლუკა კინტრაიას, ნიკა კორძაძეს და ზურა ქევანიშვილს.
“ამერიკული უმაღლესი სკოლის“ წარჩინებული მოსწავლეები: ირაკლი ბეჟუაშვილი, ანა დარჩიაშვილი და ნია ზეიკიძე ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. ამერიკის პრეზიდენტის ჯილდო გადაეცათ ირაკლი ბეჟუაშვილს, ანა დარჩიაშვილს (ოქრო) და ნია ზეიკიძეს (ვერცხლი).
ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს ამ ემოციურ და მნიშვნელოვან დღეს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საგანმანათლებლო კარიერაში. დარწმუნებულები ვართ “ევროპულ სკოლაში“ მიღებული ცოდნა და გამოცდილება იქნება მყარი საფუძველი საქართველოსა თუ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად. გვიყვარხართ და გვეამაყებით!