24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა
ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ “ამერიკული უმაღლესი სკოლისა“ და ქართული პროგრამის მოსწავლეებისთვის ტუბერკულიოზის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოზარდებს გააცნეს: რა იწვევს დაავადებას, როგორ ვრცელდება ტუბერკულიოზი და როგორ განიკურნება.
24 მარტს “მზიურის“ პარკში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გამართავს ღონისძიებას ტუბერკულიოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გააცნობს დაავადების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას.