ბრიტანეთის საბჭოს და ევროპული სკოლის უპრეცედენტო თანამშრომლობა

3 ნოემბერს “ევროპულ სკოლასა“ და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ბრიტანული მოდელის დანერგვის თაობაზე. საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი.
ღონისძიება გახსნა “ევროპული სკოლის აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, რომელმაც ისაუბრა მოსწავლეთა და მასწავლებლებისთვის ამ უპრეცედენტო თანმშრომლობის მნიშვნელობაზე. “ევროპული სკოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გელა ბეჟუაშვილმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით სკოლის დამფუძნებელთა მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ გაამახვილაყურადღება და ამ ჭრილში განიხილა ახალწამოწყებული პროექტი. პროექტის დეტალები დამსწრე საზოგადოებას ბრიტანეთის საბჭოსდირექტორმა ზაზა ფურცელაძემ გააცნო. მან იმედი გამოთქვა, რომ “ევროპული სკოლისა“ და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობა უაღრესად სასარგებლო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სკოლის პედაგოგებისთვის. დამსწრეთ ბრიტანეთის ელჩმაც მიმართა. მან მისასალმებელ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის აქტიური საგანმანათლებლო კავშირების მნიშვნელობა და გამოთქვასურვილი, კიდევ უფრო გააღრმავოს ამ მიმართულებით თანამშრომლობა. მისი აზრით, “ევროპული სკოლისა“ და ბრიტანეთის საბჭოს საგანმანათლებლო პროექტი არის დიდი მნიშვნელობის წამოწყება, რომელიც ზოგადად საქართველოს მოუტანს წარმატებას.

Share on: